რუსული ძალების მიერ ნიკოპოლზე სარაკეტო დარტყმების შედეგად სულ მცირე ორი ადამიანი დაიღუპა, ცხრა კი დაშავდა
რუსული ძალების მიერ ნიკოპოლზე სარაკეტო დარტყმების შედეგად სულ მცირე ორი ადამიანი დაიღუპა, ცხრა კი დაშავდა

რუსულმა ძალებმა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემების გამოყენებით კვლავ მიზანმიმართულად დაბომბეს ნიკოპოლში არსებული საცხოვრებელი ტერიტორიები, რის შედეგადაც სულ მცირე ორი ადამიანი დაიღუპა, ცხრა კი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინული მედია დნიპროს სამხედრო ადმინისტრაციის უფროს ვალენტინ რეზნიჩენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.

„წინასწარი ინფორმაციით, ორი ადამიანი დაიღუპა, ცხრა დაშავდა. ექვსი დაშავებული უკვე საავადმყოფოშია, რომელთა შორის ოთხი ბავშვია. ყველაზე ახალგაზრდა დაშავებული სამი წლისაა. სახლში, მძინარე ბავშვს „გრადებიდან“ ესროლეს“, – დაწერა რეზნიჩენკომ „ტელეგრამზე“.

არსებული ცნობებით, დარტყმების შედეგად დაინგრა სამი კერძო სახლი, კიდევ 12 დაზიანდა.