რუსულ მძლეოსნობას დისკვალიფიკაციას არ მოუხსნიან
რუსულ მძლეოსნობას დისკვალიფიკაციას არ მოუხსნიან

გერმანული ტელეარხის, ARD-ს ჟურნალისტმა ჰაიო ზეპელტმა განაცხადა, რომ მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაცია უახლოეს სხდომაზე არ აღუდგენს წევრობას რუსეთის მძლეოსნობის ფედერაციას. სხდომაზე, რომელიც 4-5 დეკემბერს მონაკოში გაიმართება, მოისმენენ ანგარიშს რუსული მძლეოსნობისთვის სანქციების გაუქმებაზე.

„საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისგან და მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოსგან განსხვავებით, მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციას ურყევი პოზიცია აქვს: რუსეთის მძლეოსნობის ფედერაციას არ შეუსრულებია კრიტერიუმები აღდგენაზე“, – დაწერა ზეპელტმა საკუთარ „ტვიტერზე“.

რუსეთის მძლეოსნობის ფედერაციის დისკვალიფიკაციის გამო, რუსმა მძლეოსნებმა ვერ მიიღეს მონაწილეობა 2016 წლის ოლიმპიადაში, 2017 წლიდან კი ინდივიდუალურ მიწვევებს იღებენ და ნეიტალური დროშით გამოდიან.