რუსულ გაზზე დამოკიდებულების შემცირების მიზნით, იტალიამ ალჟირიდან გაზის იმპორტის 40 პროცენტით გაზრდის შესახებ შეთანხმება გააფორმა
რუსულ გაზზე დამოკიდებულების შემცირების მიზნით, იტალიამ ალჟირიდან გაზის იმპორტის 40 პროცენტით გაზრდის შესახებ შეთანხმება გააფორმა

იტალიამ ხელი მოაწერა შეთანხმებას ალჟირიდან გაზის იმპორტის დაახლოებით 40 პროცენტით გაზრდის შესახებ. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

როგორც იტალიის პრემიერ-მინისტრმა, მარიო დრაგიმ ალჟირში ვიზიტისას განაცხადა, მიღწეული შეთანხმება მნიშვნელოვანი ნაბიჯია იტალიის მხრიდან რუსულ გაზზე დამოკიდებულების შემცირებისკენ.

როგორ მარიო დრაგიმ ალჟირის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ მედიას განუცხადა, ამას სხვა ნაბიჯებიც მოჰყვება.

სააგენტო „როიტერის“ ცნობით, იტალიის გაზის იმპორტის 40 პროცენტი რუსეთზეა დამოკიდებული. რუსულ გაზზე დამოკიდებულების შესამცირებლად, იტალია ალტერნატიულ წყაროებად ასევე განიხილავს კონგოს, ანგოლას, აზერბაიჯანსა და ყატარს.

იტალიური ენერგოკომპანიის, Eni-ს განცხადებით, ალჟირულ კომპანია Sonatrach-თან მიღწეული შეთანხმებით, გაზის მიწოდება „ტრანსმედის“ მილსადენით მიმდინარე წელს გაიზრდება და 2023-2024 წლისთვის დამატებითი მოცულობა წელიწადში ცხრა მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწევს.