რუსულ დოპინგსისტემაზე ფილმი აშშ-ის რეჟისორთა გილდიის ნომინანტია
რუსულ დოპინგსისტემაზე ფილმი აშშ-ის რეჟისორთა გილდიის ნომინანტია

ბრაიან ფოგელის მიერ გადაღებული ფილმი (Icarus) რუსულ სპორტში მოქმედ დოპინგსისტემაზე ამერიკის შეერთებული შტატების რეჟისორთა გილდიის პრემიაზე (დოკუმენტური ფილმის კატეგორია) იქნება წარდგენილი. ამის შესახებ დაწერა Hollywood Reporter-მა.

რუსული დოპინგის შესახებ ფილმის მთავარი გმირია მოსკოვის ანტისადოპინგო ლაბორატორიის ყოფილი ხელმძღვანელი გრიგორი როდჩენკოვი, რომელმაც 2012-15 წლებში რუსეთში მოქმედი დოპინგსისტემა ამხილა და დაამტკიცა, რომ რუსი სპორტსმენების მიერ აკრძალული პრეპარატების მიღება სახელმწიფო დონეზე იყო აყვანილი.

სურათი კინოთეატრებში პირველად 4 აგვისტოს აჩვენეს.

დაჯილდოვების საზეიმო ცერემონია 3 თებერვალს, ლოს ანჯელესში გაიმართება.