რუსუდან ხოფერია ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე მსაჯად დაამტკიცეს
რუსუდან ხოფერია ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე მსაჯად დაამტკიცეს

ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაციის ბატუტზე ხტომაში ტექნიკური კომიტეტის წევრთა გადაწყვეტილებით, საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ფედერაციის გენერალური მდივანი, მსოფლიო ჩემპიონი რუსუდან ხოფერია ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე მსაჯად დაამტკიცეს.

ტექნიკური კომიტეტის წევრებმა მსაჯთა შორის არჩევანი სარეიტინგო ქულების მიხედვით გააკეთეს და რუსუდან ხოფერია მსოფლიოს საუკეთესო მსაჯთა სამეულში მოხვდა.

2016 წელს რუსუდან ხოფერია იყო რეიტინგის ლიდერი მსაჯი. ოთხი წლის წინ ტექნიკური კომიტეტის წევრებმა უპრეცენდენტო გადაწყვეტილება მიიღეს და ოლიმპიურ თამაშებზე ლუბა გოლოვინას მონაწილეობის მიუხედავად რუსუდან ხოფერია ოლიმპიადის მსაჯად დაამტკიცეს.

რუსუდან ხოფერია ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე იქნება არბიტრი, რომელიც ტექნიკურ შეფასებებს გააკეთებს.