რუსტემ უმეროვი - აშშ-ის დელეგაციასთან განვიხილეთ ყველა საკითხი, რომელიც მნიშვნელოვანია უკრაინისთვის, უკრაინელი ხალხისთვის, აშშ-მა ძალიან დიდი მხარდაჭერა გამოგვიცხადა
რუსტემ უმეროვი - აშშ-ის დელეგაციასთან განვიხილეთ ყველა საკითხი, რომელიც მნიშვნელოვანია უკრაინისთვის, უკრაინელი ხალხისთვის, აშშ-მა ძალიან დიდი მხარდაჭერა გამოგვიცხადა

ჩვენ განვიხილეთ ყველა ის საკითხი, რომელიც მნიშვნელოვანია უკრაინისთვის, უკრაინელი ხალხისთვის და აშშ-მა ძალიან დიდი მხარდაჭერა გამოგვიცხადა, – ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარემ, რუსტემ უმეროვმა ​აშშ-ისა და უკრაინის დელეგაციების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„კიდევ ერთხელ მადლიერები ვართ ამერიკელი ხალხის, აშშ-ის ხელმძღვანელობის, მარკო რუბიოს, სტივ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის შესანიშნავი გუნდის მიმართ ჩვენთან ერთად გაწეული უდიდესი სამუშაოსთვის. ჩვენი მიზანია აყვავებული, ძლიერი უკრაინა. ვისაუბრეთ უკრაინის მომავალზე, განვიხილეთ ყველა ის საკითხი, რომელიც მნიშვნელოვანია უკრაინისთვის, უკრაინელი ხალხისთვის და აშშ-მა ძალიან დიდი მხარდაჭერა გამოგვიცხადა. ჩვენ უკვე გვქონდა წარმატებული შეხვედრა ჟენევაში და ეს წარმატება დღესაც გავაგრძელეთ. ამ ეტაპზე ეს შეხვედრა პროდუქტიული და წარმატებული იყო“, – განაცხადა უმეროვმა.