რუსტემ უმეროვი - ამერიკულ გუნდთან დისკუსია ნაყოფიერი და ფოკუსირებული იყო
რუსტემ უმეროვი - ამერიკულ გუნდთან დისკუსია ნაყოფიერი და ფოკუსირებული იყო

უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციების შეხვედრა საუდის არაბეთში დასრულდა. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი სოციალურ ქსელში წერს.

დელეგაციებს შორის შეხვედრა დაახლოებით ხუთ საათს გაგრძელდა. უმეროვის თქმით, დისკუსია ნაყოფიერი იყო.

„ჩვენ დავასრულეთ შეხვედრა ამერიკულ გუნდთან. დისკუსია იყო ნაყოფიერი და ფოკუსირებული. ჩვენ განვიხილეთ ძირითადი საკითხები, მათ შორის ენერგეტიკა. პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიზანია სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველყოფა ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ხალხისთვის და, შესაბამისად, მთელი ევროპისთვის. ჩვენ ვმუშაობთ, რათა ეს მიზანი რეალობად ვაქციოთ“, – წერს უმეროვი.