რუსტემ უმეროვი აცხადებს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის აშშ-ში გამართული „რთული, მაგრამ პროდუქტიული“ მოლაპარაკებების შედეგების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა
რუსტემ უმეროვი აცხადებს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის აშშ-ში გამართული „რთული, მაგრამ პროდუქტიული“ მოლაპარაკებების შედეგების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარე რუსტემ უმეროვი აცხადებს, რომ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეერთებულ შტატებში გამართული „რთული, მაგრამ პროდუქტიული“ მოლაპარაკებების შედეგების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

მისი თქმით, მიღწეულია არსებითი პროგრესი ღირსეული მშვიდობის ხელშეწყობასა და ამერიკულ მხარესთან პოზიციების დაახლოებაში.

„ჩვენ მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ ღირსეული მშვიდობის ხელშეწყობისა და ამერიკულ მხარესთან ჩვენი პოზიციების დაახლოების კუთხით. ჩვენი მთავარი მიზნები – უსაფრთხოება, სუვერენიტეტი და მდგრადი მშვიდობა – უცვლელი რჩება და მათ ამერიკული მხარეც იზიარებს. წინ კონსულტაციების გაგრძელება და ერთობლივი ჩარჩოშეთანხმების შემუშავება გველის“, – განაცხადა უმეროვმა.