რუსტემ უმეროვი აცხადებს, რომ დავოსში ჯარედ კუშნერსა და სტივ უიტკოფთან შეხვედრაზე ეკონომიკურ საკითხებზე, ომის შემდგომ გეგმებსა და უსაფრთხოების გარანტიებზე ისაუბრეს
რუსტემ უმეროვი აცხადებს, რომ დავოსში ჯარედ კუშნერსა და სტივ უიტკოფთან შეხვედრაზე ეკონომიკურ საკითხებზე, ომის შემდგომ გეგმებსა და უსაფრთხოების გარანტიებზე ისაუბრეს

უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი აცხადებს, რომ უკრაინული დელეგაცია დავოსში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წარმომადგენლებს, ჯარედ კუშნერსა და სტივ უიტკოფს შეხვდა.

უმეროვის თქმით, მათი საუბარი ფოკუსირებული იყო ეკონომიკურ განვითარებაზე, ომის შემდგომ გეგმებზე და უსაფრთხოების გარანტიებზე.

„ჩვენ ჩვენს პარტნიორებს მივაწოდეთ ინფორმაცია რუსეთის მიერ სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ბოლოდროიდნელი დაბომბვის შესახებ, განსაკუთრებით კიევში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით, სადაც დარტყმების შედეგად მილიონობით ადამიანი ელექტროენერგიისა და გათბობის გარეშე დარჩა“, – აღნიშნავს უმეროვი.

მანამდე დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა ამერიკულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 22 იანვარს რუსეთის პრეზიდენტს შეხვდება.