„რუსთავს“ ისევ კილასონია გაწვრთნის
„რუსთავს“ ისევ კილასონია გაწვრთნის

„რუსთავს“ ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს – საფეხბურთო კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, გუნდს ისევ ვარლამ კილასონიამ გაწვრთნის.

საფეხბურთო კლუბ „რუსთავის“ ახალი მთავარი მწვრთნელი გუნდს დღეიდან ჩაიბარებს. შეგახსენებთ, კილასონია გასული წლის მაისში გუნდის მთავარ მწვრთნელად ვლადიმერ გაზაევის წასვლის შემდეგ დაინიშნა მან აგვისტოში ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა და ახალგაზრდული ფეხბურთის განვითარების პროგრამის ხელმძღვანელად დაბრუნდა.

შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში „რუსთავს“ ბადრი კვარაცხელია წვრთნიდა, რომლის ხელმძღვანელობითაც გუნდმა კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში პირველი წრის ერთი შეხვედრაც ვერ მოიგო და სამი ქულით ბოლო ადგილზეა. თუმცა, „რუსთავის“ ოფიციალურ ცნობაში მწვრთნელთან დაშორების მიზეზი ასეა ფორმულირებული – „კვარაცხელიამ გუნდი ჯანმრთელობის გაუარესების გამო დატოვა“.

ვარლამ კილასონია გუნდთან პირველ ვარჯიშს 23 აპრილს გამართავს.