რუსთავმა ვიტ ჯორჯიასთან რიცხობრივი უპირატესობით ვერ ისარგებლა

21:03, 06.03.2019

რუსთავმა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეორე ტურში ვიტ ჯორჯიას უმასპინძლა და თამაშის მსვლელობისას მიღებული უპირატესობის გამოყენება ვერ შეძლო.

ფეხბურთის ფედერაციის რუსთავის ტექნიკურ ცენტრში გამართულ ამ მატჩის 43-ე წუთზე სტუმრები 
კაცნაკლულები დარჩნენ: ბოლო იმედის ჯარიმისთვის გიორგი ლაცაბიძე გააძევეს.

მეორე ტაიმში რუსთავს რიცხობრივი უპირატესობა ჰქონდა, მაგრამ ამით ვერ ისარგებლა. მეტიც, 87-ე წუთზე ცოტნე მოსიაშვილის შესანიშნავი გადაცემის შემდეგ მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა გიორგი ვასაძემ ვერ გაიტანა და ვიტ ჯორჯიასთვის გამარჯვების მოპოვების ეს შანსი დაკარგა.

საბოლოოდ, შეხვედრა 0:0 დასრულდა და 2 ტურის შემდეგ ვიტ ჯორჯია 4 ქულით მესამე ადგილზე დაწინაურდა.

მსგავსი