„რუსთავმა“ შეკრებაზე თურქეთის ჩემპიონატის გუნდთან ფრედ ითამაშა #1TVSPORT
„რუსთავმა“ თურქულ შეკრებაზე პირველი საერთაშორისო ამხანაგური მატჩი თურქეთის პირველი ლიგის „ბანდირმასფორთან“ გამართა და 0:0 ითამაშა.
გიორგი ცეცაძის გაწვრთნილები შეკრებას თურქეთის ქალაქ ბოლუში, მეხუთე დღეა, გადიან. პირველი საერთაშორისო ამხანაგური მატჩი 11 ივლისს „ეროკსპორტთან“ იყო დაგეგმილი, მაგრამ მეტოქე შეიცვალა.
„რუსთავი“ მეორე ამხანაგურ მატჩს 16 ივლისს თურქეთის სუპერლიგის „ქორუმთან“ ჩაატარებს. მესამე ამხანაგური მატჩის მეტოქე კი მოგვიანებით გახდება ცნობილი.