რუსთავმა ისევ ვერ მოიგო – ფრე ქვემო ქართლელთა შეხვედრაში

21:03, 03.04.2019

ფეხბურთის ფედერაციის რუსთავის ტექნიკურ ცენტრში, „კრისტალბეთ ეროვნული ლიგის“ მეექვსე ტურში ერთმანეთს ქვემო ქართლის გუნდები დაუპირისპირდნენ – ს.კ. „რუსთავმა“ „ბოლნისის სიონს“ უმასპინძლა და ამჯერადაც ვერ გაიმარჯვა.

სიონი პირველ ტაიმში, მეექვსე წუთზე ჯაბა უგულავამ დააწინაურა. 39-ე წუთზე რუსთაველთა თავდამსხმელმა თემურ ჩოგაძემ წონასწორობა აღადგინა – 1:1.

მეორე ტაიმში ორივე გუნდმა შემტევი და სანახაობრივი ფეხბურთი აჩვენა, დაწინაურების არაერთი შანსიც ჰქონდათ, მაგრამ საბოლოოდ, ანგარიში აღარ შეცვლილა და გუნდებმა ქულები გაინაწილეს.

„რუსთავი“ სამი ქულით ისევ ბოლო, მე-10 ადგილზეა, ხოლო „სიონმა“ 8 ქულა დააგროვა, „ვიტ ჯორჯიას“ გაუთანაბრდა და მეხუთე-მეექვსე ადგილებს ინაწილებს.

მსგავსი