„რუსთავმა“ გადადებული მატჩი მოიგო #1TVSPORT
„რუსთავმა“ გადადებული მატჩი მოიგო #1TVSPORT

საგარეჯოს ცენტრალურ სტადიონზე ეროვნული ლიგა 2-ის მე-2 ტურის გადადებული მატჩი გაიმართა – „გარეჯი 1960“-ს „რუსთავისთვის“ 10 მარტს უნდა ემასპინძლა, მაგრამ თოვლისგან სტადიონის გაწმენდა ვერ მოხერხდა და მატჩი დღეს გაიმართა.

ანგარიში „რუსთავმა“ გახსნა – საგარეჯოელთა მეკარის შეცდომით 45+1-ე წუთზე ბაჩუკი გოცაძემ ისარგებლა და მეტოქის აიღო. სტუმრებმა უპირატესობა შეხვედრის ბოლოს გაზარდეს – „გარეჯი 1960“-ის კარი ჯერ მამადუ სეკუმ (85) აიღო, საბოლოო ანგარიში კი გაგა კუხიანიძემ (90+4) დააფიქსირა და „რუსთავმა“ სეზონში პირველი მატჩი ანგარიშით 0:3 მოიგო.

სამი ტურის შემდეგ ეროვნული ლიგა 2-ში სატურნირო მდგომარეობა ასე გამოიყურება:

1. სიონი – 9
2. გაგრა – 6
3. დინამო ზგ – 6
4. მერანი მრ  -6
5. ვიტ ჯორჯია – 5
6. მერანი თბ – 4
7. რუსთავი – 3
8. გარეჯი – 1
9. შევარდენი – 1
10. ჩიხურა – 1