„რუსთავმა“ „დინამო თბილისი“ დაამარცხა და ეროვნული ლიგის ლიდერობა შეინარჩუნა #1TVSPORT

20:56, 15.08.2026

ეროვნული საფეხბურთო ლიგის 21-ე ტური წარმატებული გამოდგა „რუსთავისთვის“. გუნდი „დინამო თბილისს“ დაუპირისპირდა და მეტოქე ანგარიშით 3:0 დაამარცხა.

გიორგი ცეცაძის გუნდმა შეხვედრა შთამბეჭდავად დაიწყო და შესვენებამდე სამბურთიანი უპირატესობით დაწინაურდა. ანგარიში ჟან სოუზა დე ალმეიდამ (30-ე წთ) გახსნა, პრინს ოსეიმ (39-ე წთ) და სოლომონ კესიმ (45+1 წთ) კი „რუსთავის“ უპირატესობა კიდევ უფრო სოლიდური გახადეს.

მეორე ტაიმში ანგარიში აღარ შეცვლილა. 21 ტურის შემდეგ „რუსთავმა“ 38 ქულით ეროვნულ ლიგაში ლიდერობა შეინარჩუნა და „იბერიას“ უკვე 4 ქულით გადაასწრო, „დინამო თბილისი“ (34 ქულა) კი მესამე პოზიციაზეა.

მსგავსი