„რუსთავმა“ დავით სამურკასოვი დაიმატა #1TVSPORT
„რუსთავმა“ დავით სამურკასოვი დაიმატა #1TVSPORT

„რუსთავმა“ ახალი სეზონისთვის შემადგენლობის დაკომპლექტება დაიწყო და პირველი ახალწვეულიც, დავით სამურკასოვი წარადგინა.

საფეხბურთო კლუბ „რუსთავის“ პრესსამსახურის ცნობით, 26 წლის გამოცდილმა ნახევარმცველმა კონტრაქტი უკვე გააფორმა, რომლის ხანგრძლივობაც ჯერჯერობით არ კონკრეტდება.

დავით სამურკასოვი თბილისის „ლოკომოტივის“ აღზრდილია და გასულ სეზონშიც ამ კლუბის ღირსებას იცავდა. მას კარიერაში უთამაშია საბერძნეთის სუპერლიგა 2-ის კლუბ „ეპისკოპიში“, ქუთაისის „ტორპედოში“ და ლატვიურ „ლიეპაიაში“.

აღსანიშნავია, რომ 25 წლის ნახევარმცველი საქართველოს ყველა ასაკობრივი ნაკრების წევრი და ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე იყო.