„რუსთავმა“ აუტსაიდერი ვერ დაამარცხა
„რუსთავმა“ აუტსაიდერი ვერ დაამარცხა

ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში 24-ე ტურის კიდევ ერთი შეხვედრა დასრულდა. „რუსთავი“ გათამაშების აუტსაიდერს, ფოთის „კოლხეთს“ დაუპირისპირდა მისი წინააღმდეგობა ვერ დაძლია.

ორივე გუნდების მცდელობის მიუხედავად, საბოლოოდ, შეხვედრა 0:0 დასრულდა, რაც არც ერთ გუნდს არ აწყობდა. „რუსთავმა“ თბილისის „ლოკომოტივს“ ვერ გადაასწრო და 1 ქულით ჩამორჩება. თანაც, ერთით მეტი თამაში აქვს ჩატარებული.

შედეგი ფოთელებისთვისაც მიუღებელი აღმოჩნდა, რადგან ბოლო ადდილზე არიან და „სამტრედიასთან“ სხვაობა მხოლოდ 4 ქულამდე შეამცირეს.

დღეს ეროვნულ ლიგაში კიდევ ერთი შეხვედრა იმართება – ქუთაისის „ტოირპედო“ საჩხერეს „ჩიხურას“ მასპინძლობს.

 

დატოვე კომენტარი