„რუსთავმა“ ახალწვეულები წარადგინა #1TVSPORT

21:30, 21.01.2025

საფეხბურთო კლუბი „რუსთავი“ ახალი სეზონისთვის ემზადება, შემადგენლობის დაკომპლექტებას აგრძელებს და მორიგი ახალწვეულები წარადგინა, – აღნიშნულ ინფორმაციას კლუბის ვებგვერდი ავრცელებს.

კლუბის ბოლო ახალწვეული კახა კაკაშვილია. გამოცდილი ნახევარმცველი რუსთავის საფეხბურთო სკოლის აღზრდილია და 2013-2014 წლებში „რუსთავის მეტალურგში“ ასპარეზობდა. 2024 წლის სეზონი კი მან საგარეჯოს „გარეჯში“ გაატარა.

„რუსთავმა“ ასევე დაიმატა თავდამსხმელი როინ ოდიშელიძე, რომელიც გუნდს საფეხბურთო კლუბ „სამტრედიიდან“ შეუერთდა. კიდევ ერთი ახალწვეული ლევან წოწონავაა ფოთის „კოლხეთიდან“.

ამ ტრანსფერებამდე „რუსთავმა“ უკვე დაიმატა გამოცდილი მეკარე ლევან შოვნაძე და მარჯვენა მცველი რომან ჩაჩუა. ორივე ფეხბურთელმა 2023-2024 წლების სეზონი თბილისის „ლოკომოტივში“ ჩაატარა.

მსგავსი