„რუსთავი“ თურქეთში ორ შეკრებას გამართავს
„რუსთავი“ თურქეთში ორ შეკრებას გამართავს

ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში დაწინაურებული „რუსთავი“ ახალი სეზონისთვის მზადებას აგრძელებს.

გუნდის ცნობით, ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ გაზაევმა ასისტენტებად ნიკოლაი ლატიში და არმაზ ჯელაძე დანიშნა. „რუსთავი“ 30 იანვრიდან თურქეთში ემზადება, გუნდი სიდეში ორ შეკრებას გაივლის და სამშობლოში 26 თებერვალს დაბრუნდება.

ცნობილი გახდა იმ გუნდების ვინაობაც, რომლებთანაც „რუსთავი” ამ ორ შეკრებაზე საკონტროლო მატჩებს ჩაატარებს: პირველი სპარინგ-პარტნიორი 4 თებერვალს ბულგარული „ცარსკო სელო” იქნება. 9 თებერვალს უნგრეთის ერთ-ერთი უძველეს გუნდს „შიოფოკს” დაუპირისპირდება, 17 თებერვალს – უზბეკეთის უმაღლესი ლიგის გუნდს „ალმალიკს” დაუპირისპირდება.

21 თებერვალს „რუსთავი” რუსეთის პირველი ლიგის „ხიმკის” შეხვდება. თურქულ შეკრებაზე ბოლო საკონტროლო მატჩს გაზაევის გაწვრთნილები 25 თებერვალს ყირგიზეთის ქვეყნის მოქმედ ჩემპიონ „ალაისთან” ჩაატარებენ.