„რუსთავი" საფრთხის წინაშეა, "დილა" ევროსაგზურის შანსს ინარჩუნებს
„რუსთავი" საფრთხის წინაშეა, "დილა" ევროსაგზურის შანსს ინარჩუნებს

ეროვნული ლიგის 34-ე ტურში „რუსთავმა” „დილა” ვერ დაამარცხა და ჯერ კიდევ პლეი-აუტში გავარდნის საფრთხის წინაშე დგას.

ეს შეხვედრა ორივე გუნდისთვის ბევრს წყვეტდა და ეს თამაშის ხასიათსაც დაეტყო. ანგარიშის გახსნა ორივე გუნდს შეეძლო, მაგრამ ვერაფერი მოახერხეს.

90-ე წუთზე, ბექა ქავთარაძის შეტევის შეჩერებისთვის ამოს ნონდიმ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედნიდან გააძევეს. საბოლოოდ, შეხვედრა 0:0 დასრულდა.

34 ტურის შემდეგ „რუსთავმა” 34 ქულა დააგროვა და ისევ მე-7 ადგილზეა, ხოლო „დილა”, 57 ქულით, მეხუთეა და 3 ქულით ჩამორჩება მეოთხეადგილოსან საჩხერის „ჩიხურას”.

მიუხედავად ამისა, გორელები ევროპის ლიგაზე გასვლის შანსს ჯერ კიდევ ინარჩუნებენ.