„რუსთავი“ მწვრთნელს დაემშვიდობა - ჯოხაძეს აბრამიძე შეცვლის #1TVSPORT
„რუსთავი“ მწვრთნელს დაემშვიდობა - ჯოხაძეს აბრამიძე შეცვლის #1TVSPORT

ეროვნულ ლიგა 2-ის 28-ე ტურში „სპაერთან“ 1:5 დამარცხების შემდეგ „რუსთავის“ მთავარი მწვრთნელი ლევან ჯოხაძე გუნდს დაემშვიდობა, – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

„ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, ლევან ჯოხაძემ, საფეხბურთო კლუბ „რუსთავის“ მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. გუნდი მადლობას უხდის მას გაწეული სამსახურისთვის და წარმატებას უსურვებს მომავალში“, – წერია „რუსთავის“ განცხადებაში.

ლევან ჯოხაძის ნაცვლად, მთავარი მწვრთნელის მოვალეობას დროებით საქართველოს ნაკრების ყოფილი მცველი ვალერი აბრამიძე შეასრულებს. მას არმაზ ჯელაძე დაეხმარება, რომელიც წლებია რუსთავის გუნდში მუშაობს.

ახალ სამწვრთნელო სტაფს რთული ამოცანის გადაჭრა მოუწევს. ჩემპიონატის დასრულებამდე „რუსთავს“ 4 მატჩი აქვს ჩასატარებელი და ლიგა 2-ში ადგილის შესანარჩუნებლად ყველა შეხვედრა უნდა მოიგოს.