„რუსთავი“ ახალი სეზონისთვის მზადებას გაძლიერებული შემადგენლობით იწყებს. გუნდს უკვე სამი ფეხბურთელი დაემატა და სამივე „ლოკომოტივის“ აღზრდილია.
გუნდის კიდევ ერთი ახალწვეული მამია გავაშელიშვილია. საფეხბურთო კლუბმა „რუსთავმა“ გამოცდილ თავდამსხმელთან კონტრაქტი უკვე გააფორმა.
მამია გავაშელიშვილი წლების განმავლობაში თბილისური კლუბის ფეხბურთელი იყო. გასულ სეზონში „ლოკომოტივის“ მაისურით 25 თამაშში 11 გოლი გაიტანა.
„რუსთავში“ ითამაშებს მარცხენა მცველი დავით უბილავა – გამოცდილმა მარცხენა მცველმა გასული სეზონი საფეხბურთო კლუბ „სამტრედიაში“ გაატარა, მაგრამ თბილისის „ლოკომოტივის“ აღზრდილია და წლების განმავლობაში მისი კაპიტანი იყო.
შეგახსენებთ, რომ მანამდე რუსთაველებმა 26 წლის ნახევარმცველი, დავით სამურკასოვი დაიმატეს, რომელიც ასევე თბილისის „ლოკომოტივში“ თამაშობდა და საქართველოს ყველა ასაკობრივი ნაკრების წევრი გახლდათ.