„რუსთავი“ გიორგი შაშიაშვილმა ჩაიბარა - აუცილებელია, კლუბმა საკუთარი გულშემატკივრის წინაშე ითამაშოს
„რუსთავი“ გიორგი შაშიაშვილმა ჩაიბარა - აუცილებელია, კლუბმა საკუთარი გულშემატკივრის წინაშე ითამაშოს

საფეხბურთო კლუბი „რუსთავი“ ხვალ, 18 იანვრიდან შეიკრიბება და სეზონისთვის მზადებას დაიწყებს.

თებერვლის დასაწყისში გუნდი შეკრებაზე თურქეთში გაემგზავრებ და ამხანაგურ მატჩებსაც გამართავს.

კლუბში მნიშვნელოვანი ცვლილებებია: გუნდი რამდნეიემ მოთამაშემ დატოვა, მათ შორის, ოთარ მარცვალაძემ და დავით კვირკველიამ, ახალ მთავარ მწვრთნელად კი გიორგი შაშიაშვილი დაინიშნა, რომელიც გასულ სეზონში გორის „დილას“ წვრთნიდა.

„რუსთავი“ მთლიანად ახლიდან კომპლექტდება, ახალგაზრდებზეა აქცენტი გაკეთებული და გუნდში უმეტესად ახალგაზრდები არიან. მიმდინარეობს სინჯებზე მყოფ ფეხბურთელებზე დაკვირვება. ვეცდებით, რომ ჩამოყალიბდეს ბრძოლისუნარიანი გუნდი. ეროვნულ ჩემპიონატში ყველა თამაში ძალიან რთული იქნება.
ჩვენთვის სამწუხაროა, გუნდს რუსთავში თამაში რომ არ უწევს. ეს ორმაგად დასანანია, რადგან, როცა გუნდი საკუთარ კედლებში თამაშობს დიდ შედეგს აღწევს. აუცილებელია, კლუბმა საკუთარი გულშემატკივრის წინაშე ითამაშოს. მიმდინარეობს მუშაობა, რომ რაც შეიძლება ახლო მომავალში დაბრუნდეს გუნდი რუსთავში“, – ამბობს რუსთაველთა ახალი მთავარი მწვრთნელი.
– გიორგი შაშიაშვილი.