„რუსთავი“ და „გურია“ ტიტულისთვის ბრძოლას აგრძელებენ - თასის ორი მეოთხედფინალისტი ცნობილია #TVSPORT
„რუსთავი“ და „გურია“ ტიტულისთვის ბრძოლას აგრძელებენ - თასის ორი მეოთხედფინალისტი ცნობილია #TVSPORT

დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასზე 1/8-ფინალის ორი მატჩი გაიმართა – ორივე შეხვედრა უხვგოლიანი გამოდგა და შემდეგი ეტაპის საგზური ორივე დაპირისპირებაში სტუმრებმა მოიპოვეს.

„ვარკეთილი“ – „რუსთავი“ 2:3

„მარაკანას“ სტადიონზე გამართულ შეხვედრაში ანგარიში სტუმრებმა გულვერდ თომაშვილის გოლით მე-2 წუთზე გახსნეს. მართალია, ზურაბ გოლუბიანმა (28) წონასწორობა აღადგინა, მაგრამ სტუმრებიდან ბექა ქეცბაიამ (39) და ზაურ სიჭინავამ (41) გაიტანეს და შესვენებაზე „რუსთავი“ კომფორტული უპირატესობით გავიდა. 64-ე წუთზე „ვარკეთილის“ მოთამაშე გიორგი ნარიმანიძის გოლმა თამაში დაძაბა, მაგრამ მასპინძლებმა თამაში ვეღარ გადაარჩინეს.

„ზანა“ – „გურია“ 1:4

აბაშის „მევლუდ მიმინოშვილი არენაზე“ „ზანამ“ ლანჩხუთის „გურიას“ დიდი უპირატესობა ვერ გაუწია. სტუმრები პირველივე ტაიმში ამირან ალადაშვილმა (18) და ალექსანდრე სულაძემ (45+1) დააწინაურეს, მეორე ნახევარში გურულების უპირატესობა როინ ჩხაიძემ (76) გაზარდა. აბაშელებმა 83-ე წუთზე დიმიტრი ვირუბოვის ავტოგოლით სხვაობა შეამცირეს, მაგრამ „გურიამ“ კიდევ ერთი გაიტანა (ლაშა ახალაია, 90+8) და თასისთვის ბრძოლას მეოთხედფინალში გააგრძელებს.