საფეხბურთო კლუბ „რუსთავში“ საკადრო ცვლილებები გრძელდება. პრესსამსახურის ცნობით, გუნდი ერთდროულად 10-მა მოთამაშემ დატოვა.
კონტრაქტის ვადა ამოეწურათ და გუნდი დატოვეს გიორგი ბეგაშვილმა, ლაშა კასრაძემ, გიორგი სამადაშვილმა, ბაჩუკი გოცაძემ, არჩილ ტვილდიანმა, დავით მანჯგალაძემ, ლაშა ქოჩლაძემ, გიორგი გეგეჭკორმა, გიორგი გაბედავამ და მოჰამედ სილამ.
შეგახსენებთ, რომ „რუსთავმა“ ახალი სეზონისთვის სამი ფეხბურთელი დაიმატა და სამივე „ლოკომოტივის“ აღზრდილია. ჯერ რუსთაველებმა თბილისური კლუბიდან საქართველოს ყველა ასაკობრივი ნაკრებში ნათამაშები 26 წლის ნახევარმცველი, დავით სამურკასოვი დაიმატეს. შემდეგი 29 წლის თავდამსხმელის, მამია გავაშელიშვილის ტრანსფერი იყო.
„რუსთავმა“ კონტრატქი ასევე გააფორმა მარცხენა მცველ დავით უბილავასთან. გამოცდილმა მარცხენა მცველმა გასული სეზონი საფეხბურთო კლუბ „სამტრედიაში“ გაატარა.