ყველაზე სწრაფი გოლი ეროვნულ ლიგაში | კონკურენტებმა ქულები გაიყვეს [ვიდეო]

დღევანდელი დღე ეროვნული საფეხბურთო ლიგის არსებობის ისტორიაში სამუდამოდ ჩაიწერება, რადგან ყველაზე სწრაფი გოლი გავიდა – მისი ავტორი „ლოკომოტივის“ თავდამსხმელი დავით ჯიქია გახდა.

27–ე ტურში „მიხეილ მესხი 2“–ზე ერთმანეთს მე–6 და მე–7 ადგილზე მყოფი გუნდები დაუპირისპირდნენ. „რუსთავმა“ „ლოკომოტივი“ მიიღო. სტუმრებმა ანგარიში სწრაფად გახსნეს – ჯიქიამ ფლანგური შეტევა უკვე მე-19 წამზე დააგვირგვინა.

50–ე წუთზე, ზაზა ციცქიშვილის გადაცემის შემდეგ სტუმართა კაპიტანმა გიორგი პაპავამ ანგარიში გაათანაბრა და როგორც შემდეგ გაირკვა, მატჩის საბოლოო შედეგი დააფიქსირა – გუნდებმა ქულები გაინაწილეს 1:1.

„ლოკომოტივმა“ 26 მატჩში 32 ქულა დააგროვა და მე-6 ადგილზეა, „რუსთავმა“ კი ერთით მეტით შეხვედრა ჩაატარა და 29 ქულით მე-7 პოზიციაზეა.