რუსთაველის თეატრში პარლამენტარიზმის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო მიმდინარეობს [ფოტო]
რუსთაველის თეატრში პარლამენტარიზმის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო მიმდინარეობს [ფოტო]

ქართული პარლამენტარიზმის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებული დღევანდელი ღონისძიებები შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიურ თეატრში საღამოთი სრულდება.

საღამოს ესწრებიან: საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, თბილისის მერი კახა კალაძე, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი, პარლამენტის წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

რუსთაველის თეატრში შეკრებილ საზოგადოებას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მისასალმებელი სიტყვით მიმართა.

რუსთაველის თეატრში სპექტაკლი „ბედი ქართლისა“ მიმდინარეობს.