რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ აქცია დასრულდა და საავტომობილო მოძრაობა აღდგა
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ აქცია დასრულდა და საავტომობილო მოძრაობა აღდგა

ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ ორგანიზებული აქციის შემდეგ, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ საავტომობილო მოძრაობა აღდგა.

ოპოზიციონერი ლიდერების გამოსვლები დასრულდა და ადგილზე აქციის რამდენიმე მონაწილე რჩება.

აქციის მონაწილეებმა დღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიას დაკავება გააპროტესტეს და მისი გათავისუფლება მოითხოვეს.