რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებმა გზის სავალი ნაწილი გადაკეტეს და კარვები გაშალეს [ფოტო]

16:33, 23.02.2021

მთავრობის ადმინისტრაციის წინ შეკრებილმა ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა და აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ გადაინაცვლეს.

აქციის მონაწილეებმა გზის სავალი ნაწილი გადაკეტეს. მათ ადგილზე კარვები გაშალეს.

აქციის მონაწილეები დღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიას დაკავებას აპროტესტებენ და მის გათავისუფლებას ითხოვენ.

მსგავსი