რუსმა მწვრთნელმა კვარაცხელიას ურჩია - არ დარჩე „სპარტაკსა“ და „ლოკომოტივში“, ევროპაში თამაში შეგიძლია #1TVSPORT
რუსმა მწვრთნელმა კვარაცხელიას ურჩია - არ დარჩე „სპარტაკსა“ და „ლოკომოტივში“, ევროპაში თამაში შეგიძლია #1TVSPORT

ცნობილმა რუსმა მწვრთნელმა ვალერი ნეპომნიასჩიმ ხვიჩა კვარაცხელიას პოტენციალზე ილაპარაკა და განაცხადა, რომ საქართველოს ნაკრების და ყაზანის „რუბინის“ თავდამსხმელს ევროპაში სათამაშო პოტენციალი გააჩნია.

„ხვიჩა ძალიან საინტერესო ფეხბურთელია. მისთვის მნიშვნელოვანია გუნდი კარგად შეარჩიოს, რომ სათავისო კლუბში და მწვრთნელთან მოხვდეს. არიან ფეხბურთელები, რომლებიც ევროპაში სათადარიგოთა სკამზე დასაჯდომად მიდიან, ზოგი კი სათამაშოდ გადადის. კვარაცხელია წავა სათამაშოდ. ვიმედოვნებ, რომ ის ევროპაში ადაპტირებას შეძლებს“, – ამბობს ვალერი ნეპომნიასჩი.

რაც უნდა უცნაურად ჟღერდეს, რუსმა მწვრთნელმა 20 წლის ქართველ თავდამსხმელს რუსეთში დარჩენა არ ურჩია.

„ხვიჩა მოკრძალებული ბიჭია და ბერს არ ლაპარაკობს. დარწმუნებული ვარ, რომ მას „სპარტაკში“ ან „ლოკომოტივში“ გადასვლა არ დასჭირდება“, – თქვა მწვრთნელმა Sport24–ის კორესპონდენტთან.

ვალერი ნეპომნიასჩიმ 1988 წლის ოქტომბერში კამერუნის ეროვნულ გუნდი ჩაიბარა, რომელიც იტალიაში გამართულ 1990 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე დიდი სენსაციის ავტორი გახდა – პირველივე მატჩში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, დიეგო მარადონას არგენტინის ნაკრები დაამარცხა, შემდეგ რუმინელები და ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდა. საბოლოოდ კამერუნის ნაკრები მეოთხედფინალში ინგლისის ნაკრებთან 2:3 დამარცხდა.

ნეპომნიასჩის ხელმძღვანელობით ამ მიღწევის არსანიშნავად, კამერუნის დედაქალაქ იაუნდეში ქუჩას ვალერის ქუჩა დაარქვეს და არის ბარი „ნეპო“. 1990 წლის ნოემბერში, კონტრაქტის ვადის გასვლის შემდეგ, მან კამერუნი დატოვა.

დატოვე კომენტარი