რუსმა დარია კასატკინამ გაამართლა უიმბლდონზე რუსი ჩოგბურთელების არდაშვება #1TVSPORT
რუსმა ჩოგბურთელმა დარია კასატკინამ კომენტარი გაუკეთა თანამემამულე მოთამაშეების უიმბლდონიდან მოკვეთას.
შეგახსენებთ, რომ „დიდი სლემის“ მესამე ტურნირის ირგანიზატორებმა უკრაინაში რუსული აგრესიის გამო გადაწყვიტეს – არ დაუშვან უიმბლდონზე რუსი და ბელარუსი ჩოგბურთელები.
კასატკინამ გაამართლა ბრიტანელების ეს ნაბიჯი. „ჩვენ მოთამაშეები, რა თქმა უნდა, იმედგაცრუებულნი ვართ იმით, რომ ვერ შევძლებთ ერთ-ერთ უდიდეს ტურნირში მონაწილეობას. მაგრამ, ახლა, მსოფლიოში გაცილებით მნიშვნელოვანი და მასშტაბური ამბები ხდება. ადამიანების სიცოცხლე ყველაზე მნიშვნელოვანია“, – განაცხადა რუსმა ჩოგბურთელმა გამოცემა Sportschau-თან ინტერვიუში.
2022 წლის უიმბლდონი 27 ივნისიდან 10 ივლისამდე გაიმართება.