რუსლან სტეფანჩუკი – საქართველო არანაირად არ დაეხმარება რუსეთს, ამას ხაზი გაუსვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ

21:02, 16.04.2022

საქართველო არანაირად არ დაეხმარება რუსეთს, – ამის შესახებ უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკი სოციალურ ქსელში წერს.

„საქართველო არანაირად არ დაეხმარება რუსეთს. ამას ხაზი გაუსვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, როდესაც საკუთარი თვალით ნახა ბუჩა და ირპენი. კიევის რეგიონის ქალაქების მსხვერპლთა საშინელი ისტორია გულგრილს არავის დატოვებს. ისე, როგორც სარკეში, აქ რუსული ჯარის ნამდვილი სახე ჩანს“, – წერს სტეფანჩუკი „ფეისბუქში“.

მსგავსი