რუსლან სტეფანჩუკი აცხადებს, რომ საომარი მდგომარეობის პირობებში არჩევნების ჩატარების შესახებ სპეციალურ კანონს ერთჯერადად გამოიყენებენ
რუსლან სტეფანჩუკი აცხადებს, რომ საომარი მდგომარეობის პირობებში არჩევნების ჩატარების შესახებ სპეციალურ კანონს ერთჯერადად გამოიყენებენ

უკრაინის უმაღლესი რადას სპიკერმა, რუსლან სტეფანჩუკმა განაცხადა, რომ საომარი მდგომარეობის პირობებში არჩევნების ჩატარების შესახებ სპეციალურ კანონს ერთჯერადად გამოიყენებენ. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.

ოგორც ცნობილია, სტეფანჩუკმა ხელი მოაწერა განკარგულებას, ომის დროს არჩევნების ჩატარების თაობაზე კანონპროექტის მომზადებისთვის სამუშაო ჯგუფის შექმნის თაობაზე. ჯგუფს უხელმძღვანელებს პარლამენტის სპიკერის პირველი მოადგილე ალექსანდრე კორნიენკო. მის შემადგენლობაში შევლენ ყველა ფრაქციისა და დეპუტატთა ჯგუფის, სამოქალაქო საზოგადოებისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები.

სტეფანჩუკის თქმით, ჯგუფის ამოცანაა, შეიმუშაოს დოკუმენტი, რომელიც საშუალებას მისცემს, ჩაატარონ უსაფრთხო, დემოკრატიული არჩევნები, რომლის შედეგებსაც ენდობიან უკრაინელები და სხვა ქვეყნებიც.

„ეს არის პროფესიონალური სამუშაო ჯგუფი, რომელიც შეიმუშავებს იმ დოკუმენტს, რომელიც საშუალებას მისცემს უკრაინას, ჩატარდეს არა უბრალოდ არჩევნები, არამედ უსაფრთხო დემოკრატიული არჩევნები, რომლისადმიც იქნება ნდობა მთელ მსოფლიოში“, – თქვა სტეფანჩუკმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ სამუშაო ჯგუფი დაამუშავებს საარჩევნო კოდექსის გამოყენების ყველა ნიუანსს ომის გათვალისწინებით.