რუსლან ნიგმატულინი - კვარაცხელიაზე „ნაპოლი“ დამიკავშირდა, მაგრამ ფასი ეძვირათ #1TVSPORT
რუსლან ნიგმატულინი - კვარაცხელიაზე „ნაპოლი“ დამიკავშირდა, მაგრამ ფასი ეძვირათ #1TVSPORT

ხვიჩა კვარაცხელიას ყაზანის „რუბინიდან“ შესაძლო წასვლის შესახებ კომენტარი რუსლან ნიგმატულინმა გააკეთა – რუსეთის რუსეთის ნაკრებისა და მოსკოვის „ლოკომოტივის“ ყოფილი მეკარემ დაასახელა რეალური მიზეზი, რის გამოც საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი იტალიური კლუბში ვერ გადავიდა.

„ხვიჩას თაობაზე პირადად მე გასულ ზაფხულში „ნაპოლის“ ხალხი დამიკავშირდა. მათ შორის ერთი იტალიის ნაკრების შემადგენლობაში 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონი იყო, მაგრამ „რუბინმა“ ძალიან მაღალი ფასი დააწესა – 20 მილიონი ევრო. საქმე არ გამოვიდა და ყველაფერი სწრაფად დასრულდა“, – თქვა ნიგმატულინმა.

გასულ სეზონში „რუბინის“ ქართველი თავდამსხმელი რუსეთის პრემიერლიგის საუკეთესო ნახევარმცველად აღიარეს – მან ეს ჯილდო ზედიზედ მეორედ მიიღო. 23 თამაშში, ხვიჩამ გაიტანა 4 გოლი, გააკეთა 4 პასი და 4 პენალტი მოიპოვა, 6-ჯერ კი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.

პორტალი Transfermarkt ქართველი ფეხბურთელის საბაზრო ღირებულებას 18 მილიონ ევროდ აფასებს. „რუბინის“ სპორტულმა დირექტორმა, ოლეგ იაროვინსკიმ თქვა, რომ კვარაცხელიათი რამდენიმე დიდი კლუბია დაინტერესებული. მედიის ცნობით, ეს კლუბები „ტოტენჰემი“, „მილანი“, „იუვენტუსი“, „ლიდსი“, „მიონხენგლადბახი“ და სხვა ევროპული გუნდები არიან.