რუსი მოკრივე აშშ-ში დააკავეს
რუსი მოკრივე აშშ-ში დააკავეს

ცნობილი რუსი მოკრივე სერგეი კოვალიოვი ლოს ანჯელესში ავტომობილის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვის გამო დააკავეს, – დაწერა ინტერნეტ-გამოცემა TMZ Sports-მა.

36 წლის სპორტსმენი ღამის ორ საათზე გააჩერეს. პოლიციელებმა ეჭვი აიღეს იმაზე, რომ კოვალიოვი ნასვამი იყო. მოკრივე პოლიციის განყოფილებაში მიიყვანეს და იქიდან დილის რვა საათზე გაუშვეს.

კოვალიოვს კარიერაში 34 მოგება და ოთხი წაგება აქვს. ბოლო ბრძოლაში მან მე-11 რაუნდში ნოკაუტით წააგო მექსიკელ საულ ალვარესთან.

ადრე რუს მოკრივეს ამერიკაში კიდევ ერთი სერიოზული პრობლემა შეექმნა – ამერიკელმა შეყვარებულმა კოვალიოვს ძალადობისთვის სასამართლოში უჩივლა.

დატოვე კომენტარი