რუსი მოციგურავეები ფიგურულ სრიალში მსოფლიოს ჩემპიონატზე არ დაუშვეს #1TVSPORT
რუსი მოციგურავეები ფიგურულ სრიალში მსოფლიოს ჩემპიონატზე არ დაუშვეს #1TVSPORT

მოციგურავეთა საერთაშორისო კავშირი (ISU) შეუერთდა სანქციებს რუსული სპორტის წინააღმდეგ. მოციგურავეები, ციგურებით მორბენლები და შორტტრეკისტები რუსეთიდან და ბელარუსიდან ვერ შეძლებენ ISU-ს ეგიდით საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობას.

ასე რომ, რუსეთის ნაკრებს ვერ ვიხილავთ ISU-ს უახლოეს ტურნირზე – ფიგურულ სრიალში მსოფლიოს ჩემპიონატზე, რომელიც 21-27 მარტს საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში უნდა გაიმართოს.

„პატიოსანი თამაშებისა და ყველა მონაწილის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ISU-ს საბჭომ გადაწყვიტა, რომ რუსი და ბელარუსი სპორტსმენები არ დაიშვებიან საერთაშორისო ტურნირებზე. იგივე აკრძალვა შეეხებათ ოფიციალურ პირებს რუსეთიდან და ბელარუსიდან“, – წერს ISU-ს ოფიციალური ვებგვერდი.