რუსეთში, „ურალკალიის“ შახტში რვა მუშა დაიღუპა
რუსეთში,  „ურალკალიის“ შახტში რვა მუშა დაიღუპა

რუსეთში, პერმის მხარეში მდებარე „ურალკალიის“ შახტში  ხანძარს რვა ადამიანი ემსხვერპლა. ხანძარი  გუშინ ღამით გაჩნდა.

კვამლის გამო მეშახტეები მიწის ქევშ ბლოკირებულები აღმოჩნდნენ. დილით მაშველებმა შახტიდან რვა გარდაცვლილის ცხედარი ამოიყვანეს. კიდევ ერთი დაკარგული მუშის ძებნა ამ დრომდე მიმდინარეობს.

17 დაშავებულის გამოყვანა მაშველებმა სათადარიგო გასასვლელებიდან შეძლეს. მათი ნაწილი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

სოლიკამსკში მდებარე შახტთან საგანაგებო სიტუაციების სამსახურისა და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ შექმნილი ოპერატიული შტაბი მუშაობს, რომელის წევრებიც სამაშველო ოპერაციას კოორდინაციას უწევენ.

აღსანიშნავია, რომ შახტში ხანძრის ლიკვიდაცია მთელი დღის განმავლობაში ვერ ხერხდებოდა. კვამლი შახტიდან ამ დრომდე ამოდის.

ხანძრის გაჩენის მიზეზი სავარუდოდ,  შახტში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებია.

საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე უსაფრთხოების ნორმების დარღვევის მუხლით აღძრა.