რუსეთში სპეცოპერაციის დროს ტერორისტების ლიკვიდირება მოახდინეს
რუსეთში სპეცოპერაციის დროს ტერორისტების ლიკვიდირება მოახდინეს

რუსეთში სპეცოპერაციის დროს ტერორისტების ლიკვიდირება მოახდინეს. ისინი ქვეყნის ტერიტორიაზე ტერაქტის განხორციელებას გეგმავდნენ. ამის შესახებ ქვეყნის ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტი იუწყება.

კონტრტერორისტული ოპერაცია ვლადიმირის ოლქში, ქალაქ კოლჩუგინოში ჩატარდა. რუსეთის სპეცსამსახურების ცნობით, რეიდის დროს ბოროტმოქმედებმა ცეცხლი გახსნეს, სწორედ ამ დროს მათი ლიკვიდირება გახდა საჭირო. შემთხვევის ადგილზე სპეცრაზმის წარმომადგენლებმა ცეცხლსასროლი იარაღი, თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობები და ექსტრემისტული რელიგიური ლიტერატურა ამოიღეს.

როგორც რუსეთის ეროვნულ ანტიტერორისტულ კომიტეტში აცხადებენ, რადიკალები ერთ-ერთი ტერორისტული ორგანიზაციის წევრები იყვნენ. მათ ქვეყნის საზღვრებს გარეთ მყოფ ტერორისტებთან ინტენსიური კონტაქტი ჰქონდათ და სწორედ მათი დავალებით რუსეთში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ტერაქტის განხორციელებას გეგმავდნენ.