რუსეთში სეზონი ვადაზე ადრე დასრულდება, ჩემპიონად „ზენიტს“ გამოაცხადებენ
რუსეთში სეზონი ვადაზე ადრე დასრულდება, ჩემპიონად „ზენიტს“ გამოაცხადებენ

რუსეთის საფეხბურთო ჩემპიონატი, რომელიც კორონავირუსის გამოა შეჩერებული, დიდი ალბათობით არ დასრულდება, – დაწერა გაზეთმა „სპორტ-ექსპრესმა”.

რუსეთის პრემიერლიგის ვადაზე ადრე დასრულების გადაწყვეტილებას 15 მაისს, რუსეთის საფეხბურთო საბჭოს აღმასკომის სხდომაზე მიიღებენ.

როგორც ვარაუდობენ, ქვეყნის ჩემპიონად გამოცხადდება „ზენიტი“, ხოლო ევროთასებზე გუნდები გათამაშების ცხრილში დაკავებული ადგილის მიხედვით გავლენ: ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში მოხვდებიან – „ზენიტი“ და „ლოკომოტივი“, მესამე საკვალიფიკაციო რაუნდში კი ითამაშებს „კრასნოდარი“. ევროპის ლიგაზე გამოვლენ – „როსტოვი“, ცსკა და „დინამო“.

ცხრილის ბოლო ორი გუნდი არ გავარდება ქვედა დივიზიონში. ასე რომ, მომავალ წელს, რუსეთის პრემიერლიგაში 18 გუნდი ითამაშებს.