რუსეთში ნარკოტიკის შემცველი მცენარეების მოყვანა ლეგალური ხდება
რუსეთში ნარკოტიკის შემცველი მცენარეების მოყვანა ლეგალური ხდება

რუსეთში ნარკოტიკის შემცველ მცენარეებს ლეგალურად მოიყვანენ. როგორც „დოიჩე ველე“ წერს, რუსეთის მთავრობამ დაამტკიცა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც ტკივილგამაყუჩებელი წამლების წარმობის სრული ციკლი რუსეთის ტერიტორიაზე განხორციელდება.

პროექტის მიზანი დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციებით გამოწვეული დეფიციტის დაძლევაა.

ახალი კანონის ძალაში შესვლის შემდეგ, ყველა იმ მცენარეს, რომელიც ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტების წარმოებისთვის არის საჭირო, რუსეთის ტერიტორიაზე ლეგალურად მოიყვანენ. შესაბამისად, ამ მცენარეებისა და სუბსტანციების იმპორტი აღარ იქნება საჭირო.

რუსეთის ჯანდაცვის მინისტრის, ვერონიკა სკოვორცოვას თქმით, დღეს რუსეთი ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტების წარმოებისთვის საჭირო 10 ტიპის სუბსტანციის იმპორტს ახორციელებს. მათი უმრავლესობა იმ ქვეყნებიდან შემოაქვთ, რომლებსაც რუსეთის წინააღმდეგ სანქციები აქვთ დაწესებული.

რუსეთის „მინიპორტის“ ხელმძღვანელ დენის მანტუროვის თქმით, რუსეთის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, ნარკოტიკის შემცველი მცენარეების მოყვანისთვის საჭიროა 100 ჰექტარი ტერიტორიის გამოყოფა.