რუსეთში, მურმანსკის ოლქში ბომბდამშენმა კატასტროფა განიცადა
რუსეთში, მურმანსკის ოლქში  ბომბდამშენმა კატასტროფა განიცადა

მურმანსკის ოლქში ბომბდამშენმა ტუ-22მ3-მა კატასტროფა განიცადა. შედეგად ბორტზე მყოფი ორი პირი დაიღუპა, ორი კი დაშავდა. ამის შესახებ რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაზე დაყრდონით იუწყება.

დაშავებულები სამედიცინო ცენტრში განათავსეს.

გავრცელებული ცნობით, ბომბდამშენმა ავიაკატასტროფა აეროდრომზე დაჯდომის დროს, ადგილობრივი დროით 13:40 საათზე განიცადა.

რუსული მედიის ინფორმაციით, ბომბდამშენის ეკიპაჟი როგორც წესი, ოთხ ადამიანს შეადგენს. მათ შორის არიან მეთაური, მეთაურის დამხმარე, შტურმანი და ოპერატორი.

დატოვე კომენტარი