რუსეთში კორონავირუსის 20 329 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 799 პაციენტი
რუსეთში კორონავირუსის 20 329 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 799 პაციენტი

გასული დღე-ღამის განმავლობაში, რუსეთში კორონავირუსის 20 329 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 16 247 პირი, ხოლო გარდაიცვალა 799 პაციენტი.

ოფიციალური მონაცემები რუსეთის მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

18 სექტემბრის მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან ქვეყანაში კორონავირუსის 7 254 000-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 6 485 000-ს აჭარბებს.

რუსეთში ვირუსით სულ 197 425 პაციენტი გარდაიცვალა.