რუსეთში, იაკუტსკის აეროპორტში დაშვებისას სამგზავრო თვითმფრინავს შასი მოტყდა

11:20, 10.10.2018

რუსეთში, იაკუტსკის აეროპორტში  სამგზავრო თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა. ინციდენტის დროს დაშავდა ოთხი ადამიანი.

რუსული მედიის ინფორმაციით, დაშვებისას თვითმფრინავი დასაჯდომ ზოლს გასცდა, რის შემდეგაც მას შასი მოტყდა. შემთხვევის დროს თვითმფრინავის Sukhoi Superjet 100-ის ბორტზე 91 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის შვიდი ბავშვი და ეკიპაჟის ხუთი წევრი.

მომხდარის გამო აეროპორტი დროებით დაიკეტა. დაწყებულია გამოძიება საჰაერო ტრანსპორტის უსაფრთხოების წესების დარღვევის მუხლით.

მსგავსი