რუსეთში „დოიჩე ველეს“ მაუწყებლობა აიკრძალება
რუსეთში „დოიჩე ველეს“ მაუწყებლობა აიკრძალება

რუსეთი ქვეყნის ტერიტორიაზე გერმანული „დოიჩე ველეს“ მაუწყებლობას აკრძალავს და მოსკოვის ოფისის თანამშრომლების აკრედიტაციას გააუქმებს. ინფორმაციას „ევრონიუსი“ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, მოსკოვი ასევე აპირებს „დოიჩე ველეს“ უცხოურ მედიასაშუალებად – „უცხო ქვეყნის აგენტად“ გამოცხადების საკითხის განხილვას.

ცოტა ხნით ადრე „რაშა თუდეიში“ განაცხადეს, რომ გერმანულ ენაზე საინფორმაციო არხს უშვებდნენ. საპასუხოდ გერმანული მედიამარეგულირებელი ორგანოს ხელმძღვანელმა, ევა ფლეკენმა განაცხადა, რომ ამ არხს გერმანიაში მაუწყებლობის ლიცენზია არ აქვს და აღნიშნულის თაობაზე გამოძიების დაწყება გამოაცხადა. ზემოხსენებული მოქმედების საპასუხოდ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა არ გამორიცხა, რომ კრემლი იძულებული იქნებოდა, გერმანიაში RT DE-ს გახსნაზე უარის სანაცვლოდ, შესაბამისად ეპასუხა.