რუსეთში დაპატიმრებულ რეჟისორს, ოლეგ სენცოვს ევროკავშირმა სახაროვის პრიზი მიანიჭა
რუსეთში დაპატიმრებულ რეჟისორს, ოლეგ სენცოვს ევროკავშირმა სახაროვის პრიზი მიანიჭა

უკრაინელ რეჟისორსა და აქტივისტს, ოლეგ სენცოვს ევროკავშირის სახაროვის პრიზი მიანიჭეს.

რუსეთის მიერ დაპატიმრებული სენცოვი აზრის თავისუფლებისთვის სახაროვის პრიზის გამარჯვებულად ევროპარლამენტმა გამოაცხადა.

42 წლის სენცოვი რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში დაიბადა. უკრაინელი აქტივისტი რუსეთის მიერ დონბასსა და ყირიმში შეჭრას მკაცრად აკრიტიკებდა. რუსეთის უშიშროების სამსახურმა ოლეგ სენცოვი 2014 წლის მაისში დააკავა.

უკრაინელი რეჟისორი ქალაქ სიმფეროპოლში რუსული ორგანიზაციების წინააღმდეგ თავდასხმების მომზადებაში დაადანაშაულეს. 2015 წლის აგვისტოში, ქალაქ როსტოვში, რუსეთის სამხედრო ტრიბუნალმა სენცოვს 20- წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. 2016 წელს რუსეთმა სენცოვის უკრაინაში ექსტრადაციაზე უარი განაცხადა.