რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 33 548 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 1 224 პაციენტი
რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 33 548 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 1 224 პაციენტი

რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 33 548 შემთხვევა გამოვლინდა, „კოვიდ-19“-ით გარდაიცვალა 1 224 ადამიანი. ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში გამოჯანმრთელდა 30 646 პაციენტი.

ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

28 ნოემბრის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, რუსეთში კორონავირუსის 9 570 373 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 8 268 111 პაციენტი გამოჯანმრთელდა.