რუსეთში ალექსეი ნავალნის მოკავშირე ლიუბოვ სობოლი დააკავეს
რუსეთში ალექსეი ნავალნის მოკავშირე ლიუბოვ სობოლი დააკავეს

რუსეთში ალექსეი ნავალნის მოკავშირე ლიუბოვ სობოლი დააკავეს. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ სობოლის ადვოკატზე დაყრდნობით ავრცელებს.

„როიტერის“ ინფორმაციით, ადვოკატი არ ფლობს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა მიზეზით დააკავეს სობოლი. ლიუბოვ სობოლი რუსეთში დაგეგმილი საპროტესტო აქციის ორგანიზებაში იღებდა მონაწილეობას, ხელისუფლების განცხადებით კი აქცია არაკანონიერია, ამიტომ მასში მონაწილე ადამიანების წინააღმდეგ შესაბამისი ზომები გატარდება.

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი რამდენიმე დღის წინ, ქვეყანაში ჩასვლისთანავე დააკავეს. რუსეთში ანტისამთავრობო აქცია 23 იანვარს არის დაგეგმილი.