რუსეთში აცხადებენ, რომ ბელარუსში არჩევნების წინ დაკავებული მათი 32 მოქალაქე უკვე სამშობლოში იმყოფება
რუსეთში აცხადებენ, რომ ბელარუსში არჩევნების წინ დაკავებული მათი 32 მოქალაქე უკვე სამშობლოში იმყოფება

​რუსეთის გენერალური პროკურატურის ცნობით, ბელარუსში დაკავებული რუსეთის 32 მოქალაქე ამჟამად რუსეთში იმყოფება.

რუსეთის მოქალაქეები ბელარუსში საარჩევნო კამპანიის პერიოდში დააკავეს. ბელარუსის ხელისუფლება ამტკიცებდა, რომ დაკავებულები რუსული კერძო სამხედრო კამპანია „ვაგნერის“ წევრები არიან, რომლებიც ბელარუსის ტერიტორიაზე ტერაქტების მოწყობას აპირებდნენ.

რუსეთის პროკურატურის ცნობით, ოცდამეცამეტე დაკავებული, რომელსაც ბელარუსის მოქალაქეობაც აქვს, ბელარუსში რჩება.