რუსეთში 10 საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი დაასახელეს
რუსეთში 10 საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი დაასახელეს

გამოცემა „სოკერ.რუ“-მ რუსეთში მოთამაშე საუკეთესო ქართველი ფეხბურთელების ათეული დაასახელა.

„ქართველებს რუსეთის ჩემპიონატში ერთ-ერთი ყველაზე დიდი დიასპორა გააჩნიათ. ოფიციალურად, რუსეთის პრემიერლიგაში 100-ზე მეტ ქართველ ფეხბურთელს უთამაშია და რაოდენობრივად მხოლოდ უკრაინელებს, ბელარუსებს, ბრაზილიელებსა და სერბებს ჩამორჩებიან. თუმცა, ეს მხოლოდ „ოფიციალური საქართველოა“, ანუ ის ფეხბურთელები, რომლებიც თავიანთი ქვეყნის ნაკრებში თამაშობდნენ. ბევრი ეთნიკური ქართველია, მაგალითად სამარაში მცხოვრები წიკლაური ან მოსკოველი ჯიქია. მიუხედავად მათი წარმოშობისა, ისინი რუსებად უნდა მივიჩნიოთ, ისევე, როგორც ომარ თეთრაძე, რომელმაც რუსეთის ნაკრები აირჩია. ასე რომ, თქვენ მათ ამ სიაში ვერ ნახავთ. მაგრამ სხვა გამოჩენილ მოთამაშეებს დავასახელებთ“ – წერს გამოცემა.

10 გია გრიგალავა – 194 მატჩი, 6 გოლი

9 ალექსანდრე ამისულაშვილი – 215 მატჩი, 14 გოლი

8 ლევან კობიაშვილი – 24 მატჩი, 6 გოლი

7 ლაშა სალუქვაძე – 131 მატჩი, 4 გოლი

6 მიხეილ აშვეთია – 150 მატჩი, 34 გოლი

5 მალხაზ ასათიანი – 157 მატჩი, 9 გოლი

4 ჯანო ანანიძე – 179 მატჩი, 22 გოლი

3 საბა კვირკველია – 214 მატჩი, 7 გოლი

2 ზაზა ჯანაშია – 194 მატჩი, 50 გოლი

1 გიორგი დემეტრაძე – 77 მატჩი, 44 გოლი

საუკეთესოდ გიორგი დემეტრაძე დაასახელეს, რომელიც 1999 წელს ვლადიკავკაზის „ალანიაში“ საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

„მართალია, დემეტრაძემ რუსეთის ჩემპიონატზე ბევრ თანამემამულეზე ნაკლები ითამაშა და მოპოვებული ტიტულებითაც არ გამოირჩევა. მაგრამ ყველაზე კაშკაშა მოთამაშე სწორედ გიორგი იყო. უბრალოდ მის სტატისტიკას გადახედეთ! 1999 წელს დემეტრაძე გახდა რუსეთის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი, გაიტანა 21 გოლი. სამწუხაროდ, ტრავმებმა და საეჭვო ნაცნობებმა არ მისცეს საშუალება, ნამდვილად გამორჩეული კარიერა აეწყო“ – წერს „სოკერ.რუ“.