რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სანქციები დააწესა

რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სანქციები დააწესა.

რუსეთის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ეკონომიკური შეზღუდვები შეეხება უკრაინის 68 კომპანიას და 322 ფიზიკურ პირს. რუსეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ სანქციები რუსეთის ფიზიკური და იურიდიული პირების მიმართ უკრაინის არამეგობრული ქმედებების გამო დაწესდა.

უკრაინის წინააღმდეგ სანქციების დაწესების განკარგულება რუსეთის პრეზიდენტმა 22 ოქტომბერს გამოსცა. სასანქციო სიაში მოხვდნენ: უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი არსენ ავაკოვი, უკრაინის თავდაცვის მინისტრი სტეპან პოლტორაკი, უკრაინის პარლამენტის ხელმძღვანელი ანდრეი პარუბი, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ვიქტორ მუჟენკო, უკრაინის მთავარი პროკურორი იური ლუცენკო, ასევე მთავრობისა და პარლამენტის წევრების ნაწილი.